გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შესაძლოა, „ერთიანი აგროკრედიტის“ პროგრამის ეფექტიანობის კვლევა ჩაატაროს. ამის შესახებ bm.ge-ის მინისტრის მრჩეველმა გიორგი გიგოლაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, სამინისტროს პოზიციაა, რომ “თითოეული თეთრი იყოს დათვლილი”.
„არ გამოვრიცხავ, რომ პროგრამის ეფექტიანობის კვლევა ჩატარდეს; მე პირადად, ამის მომხრე ვარ. სამინისტროს პოზიციაც ასეთია - თითოეული თეთრი უნდა იყოს დათვლილი; ბოლოს და ბოლოს რისთვისაა შექმნილი აგრო-პროექტი?! - რომ მოიტანოს მეტი აგრო-პროდუქტი, მეტი დასაქმება და მეტი ინვესტიცია, რასაც ეს პროექტი აქამდე წარმატებით ართმევს თავს; კვლევა კი, დამატებით ინფორმაციას მოგვცემს. ამდენად, არაა გამორიცხული, კვლევების შეკვეთა მოხდეს, რომ დავითვალოთ, რომელი ბენეფიციარი როგორ მუშაობს, რას აწარმოებს, რა უჭირს ან რა ულხინს და ზოგადად, რაში დაეხმარა აგროკრედიტში ჩართვა“, - განაცხადა გიგოლაშვილმა.