"დაზღვევის კავშირის" ერთ-ერთი დამფუძნებლისა და სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ ხელმძღვანელის ვასილ ახრახაძის განცხადებით, კონკურენციის შესახებ კანონი, რომელიც ზღუდავს არაპროფილური აქტივების მართვას დაზღვევის სექტორში, საბანკო სფეროზე არ ვრცელდება, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის. ახრახაძის განმარტებით, "დაზღვევის კავშირის" ერთ-ერთი პირველი ინიციატივა პარლამენტისადმი სწორედ ის იქნება, რომ კანონის მოქმედება ამ სფეროებზეც გავრცელდეს.
"როდესაც სიღრმისეულად ჩავიხედეთ, მივედით იმ დასკვნამდე, რომ კონკურენციის შესახებ კანონი, რომელიც ზღუდავს არაპროფილური აქტივების მართვას დაზღვევის სექტორში, სამწუხაროდ, თურმე არ ვრცელდება დაზღვევისა და ფინანსურ ინდუსტრიაზე, აქედან გამომდინარე პრაქტიკულად დღეს სადაზღვევო ინდუსტრია გამოვიდა დაუცველი ბანკების ექსპანსიიდან გამომდინარე. ჩვენი ერთ-ერთი პირველი ინიციატივა იქნება ის, რომ მოხდეს რაც შეიძლება მოკლე პერიოდსი კონკურენციის კანონის გავრცელება საბანკო სექტორზე, რომელშიც ასევე გათვალისწინებუი იქნება სადაზღვევო ინდუსტრია",- ამბობს „უნისონის“ ხელმძღვანელი.