მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Delta Air Lines-ი დაზარალებულებს $30,000-იან კომპენსაციას სთავაზობს

Delta Air Lines ავიაკატასტროფა

რამდენიმე დღის წინ, ტორონტოს პირსონის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკატასტროფა მოხდა. Delta Air Lines-ის შვილობილი კომპანიის, Endeavor Air-ის თვითმფრინავი, რომელიც ფრენას მინეაპოლისიდან ტორონტოს მიმართულებით ასრულებდა დაჯდომის დროს გადატრიალდა, ხოლო ფიუსელაჟს ცეცხლი წაეკიდა.

ბორტზე მყოფი 76 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი რამდენიმე წუთის განმავლობაში ამოყირავებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ავიაკატასტროფის შედეგად არავინ გარდაცვლილა, მაგრამ რამდენიმე მგზავრი საავადმყოფოში მაინც მოხვდა. შედეგად, Delta Air Lines-მა თითოეულ დაზარალებულს $30,000-იანი კომპენსაცია შესთავაზა. თუ მგზავრები ამ შემოთავაზებას დათანხმდებიან, კომპანია მათ $2.3 მილიონით მოურიგდება.

თუკი მგზავრებმა მორიგების გზა აირჩიეს, თანხას ისინი შეთანხმების მიღწევიდან მალევე მიიღებენ, მაგრამ დაეთანხმებიან თუ არა ისინი Delta Air Lines-ის შემოთავაზებას, ჯერჯერობით, უცნობია. სამართლებრივ პრაქტიკაზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ კომპანიის წინააღმდეგ საერთო სარჩელს მომზადებით, შესაძლოა, დაზარალებულებმა გაცილებით დიდი კომპენსაცია მიიღონ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფაში მოყოლილი მგზავრები სწორედ ამას აპირებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები