მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპუტატი 2500 ლარს ზევით არსებული ხელფასის 30%-ით დაბეგვრის ინიციატივით გამოდის

5b45fb0031253
BM.GE
11.07.18 16:40
22266
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟორიანი 2500 ლარს ზევით არსებული ხელფასის 30%-ით დაბეგვრის ინიციატივით გამოდის. როგორც ჟორჯოლიანმა BMG-ს განუცხადა, ამ გზით ბიუჯეტი დამატებით 500 მილიონამდე ლარის მობილიზებას შეძლებს.

„ქვეყნის განვითარებისთვის საჭიროა პროგრესული გადასახადი, მსგავსი გადასახადი მოქმედებს ყველა განვითარებულ ქვეყანაში“, - ამბობს ჟორჟოლიანი. მისი თქმით, ამ ინიციატივით უახლოეს პერიოდში მთავრობას მიმართავენ.

„ეს ჯერ-ჯერობით იდეაა, მისი საკანონმდებლო განხილვა შეუძლებელია, რადგან პარლამენტს ამის საშუალება არ აქვს. მთავრობას აქვს შესაძლებლობა 3 წლის განმავლობაში სხვანაირად განსაზღვროს გადასახადი. ჩვენ საჯაროდ მივმართავთ ამ ინიციატივით მთავრობას“, - ამბობს ჟორჟოლიანი.

მისივე თქმით, ხელფასების დაბეგვრით მობილიზებული თანხა უმეტესად განათლების სისტემისკენ მიემართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები