პირბადეების ტარების სავალდებულო წესი შესაძლოა სექტემბრამდე იყოს ძალაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა დღეს პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.
პარლამენტმა უკვე მიიღო მისი და დიმიტრი ხუნდაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომლის თანახმად, დახურულ სივრცეში, საზოგადოებრივ ტრანსორტში, ტაქსში პირბადის არგამოყენების შემთხვევაში ფიზიკური პირი 20, ხოლო იურიდიული 500 ლარით დაჯარიმდება.
„პირბადის ტარება მოგვიწევს პანდემიის და ეპიდემიის ფარგლებში, თუმცა, თუ სიტუაცია კარგად იქნება ადმინისტრირებული და კონტროლს დაქვემდებარებული საქართველოში, შესაძლებელია, პანდემია იყოს, მაგრამ წესი არ დაგვჭირდეს და გავაუქმოთ კიდეც პირობითად, სექტემბერში. ეს არის ყოველდღიური განხილვის საკითხი. ეპიდემიოლოგები, საერთაშორისო ექსპერტები განიხილავენ ამ საკითხებს და სწორედ მათ რეკომენდაციაზე დაყრდნობით გადაწყვეტილებაზე იმსჯელებს უწყებათშორისი საბჭო“, - განაცხადა ოხანაშვილმა.