"ბანკირები არღვევენ კანონს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა TV Pirveli-ის ეთერში განაცხადა. დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ ქვეყნაში ყველა მიმართულებით არის ხარვეზი და ამის ერთ-ერთ მიზაზად ის მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ასახელებს. დეპუტატი ასევე ამბობს, რომ მთავრობის მიერ ანაკლიის პორტისთვის გამოყოფილი თანხის ათვისება არ ხდება.
"ბანკირები არღვევენ კანონს. კომიტეტეზეც მაქვს ნათქვამი, რომ მთავრობა ამას ხელს ნუ უწყობს. თუნდაც ის კანონები, რომელიც მივიღეთ არაპროფილური აქტივების ფლობაზე... მაინც მიდიოდა ტირაჟირება, როგორ ართმევდა თავს თიბისი ანაკლიის პორტის მშენებლობას და გვერდში ედგნენ მინისტრები.
აქ გადახდილი აქვს ხელისუფლებას, ბიუჯეტს 100 მილიონი. კიდევ სხვადასხვა ინფრასტრუქტურისთვის თხოულობდნენ თანხას. ეს თანხა არ არის ათვისებული, მსგავსი სამუშაოები არ მიმდინარეობს. როცა მსგავსი თანხა იხდება, კითხვები ჩნდება.
თუნდაც ის ფაქტი, რომ იზრდება ჩვენს ქვეყანაში სამომხმარებლო სესხი და აქედან გამომდინარე ჩნდება ქვეყანაში ე.წ. ეკონომიკური ზრდ, ეს ზრდა ჩნდება ჩვენი ხალხის ვალიანობის გაზრდის ხარჯზე, - ვფიქრობ რომ ეს არის ჩვენი ეკონომიკური გუნდის შეცდომა. ამან 2008 წელს მსოფლიო კრიზისი გამოიწვია და დღეს ჩვენ ვდგავართ ამ გზაზე", - ამბობს დეპუტატი და დასძენს, რომ ხელისუფლებიდან ყველა უნდა წავიდეს, რადგან "არცერთი მიმართულება არ ბრწყინავს და ყველა მიმართულებით ხარვეზი გვაქვს“.