მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Deutsche Bank-ის მოგება 39%-ით გაიზარდა

Deutsche-Bank

უმსხვილესმა გერმანულმა საბანკო-საფინანსო ჰოლდინგმა, Deutsche Bank-მა მიმდინარე წელის პირველი კვარტლის ფინანსური შედეგები წარმოადგინა.

როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, ამ პერიოდში კომპანიამ 2 მილიარდი დოლარის წმინდა მოგების მიღება შეძლო, რაც წლიურად 39%-ით გაზრდილი მაჩვენებელია და მკვეთრად აჭარბებს ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს.

ამავე პერიოდში კომპანიის შემოსავალმა 9 მილიარდ 690 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. უნდა აღინიშნოს, რომ Deutsche Bank-ს ზრდა თითქმის ყველა მიმართულებით აქვთ, განსაკუთრებით კარგი შედეგები კი აქტივების მართვის და საბროკერო-საინვესტიციო მიმართულებით ფიქსირდება, რაც გასაკვირი არ არის, რადგან Deutsche-ს კლიენტები, ძირითადად, ამ სერვისებით დაინტერესებული მომხმარებლები არიან.

აქვე, ორიოდე სიტყვა თავად კომპანიის შესახებაც უნდა ვთქვათ. Deutsche Bank-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 52 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის ევროპაში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები