მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დევნილთა სამინისტროდან სოციალური კომპონენტი ჯანდაცვის სამინისტროში გადავა"

5b30acf189c10
თელარა გელანტია
25.06.18 12:50
307
დევნილთა და განსახლების სამინისტროდან სოციალური კომპონენტი ჯანდაცვის სამინისტროში გადავა, ხოლო თავად სახელი შერიგების სამინისტროში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების თემის კომენტირებისას განაცხადა.

"სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით შეთანხმება უკვე მიღწეულია და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ითქვა, ანუ გაერთიანდებიან იუსტიციის და სასჯელაღსრულების სამინისტროები, სპორტის, კულტურისა და განათლების სამინისტროები და ასევე დევნილთა და განსახლების და შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატები.

იყო აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა პრემიერ-მინისტრს თავისი არგუმენტები გააჩნია და უმრავლესობამ ის გაიზიარა. სამშენებლო ნაწილი წავა ინფრასტრუქტურაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დევნილების ნაწილი სოციალურ ნაწილში გადავა ჯანდაცვაში, ხოლო თავად სახელი წავა შერიგებაში, რათა სტატუსი არ დაიკარგოს. ყველაზე დიდი კითხვები გამოიწვია განათლება-კულტურის შერწყმამ. ორივე მხარეს მოჰყავს არგუმენტები და საკმაოდ წონადი არგუმენტები. ალბათ უფრო სესიაზე გამოჩნდება ეს ყველაფერი", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები