მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს "საქართველოს კაპიტალი" ლონდონის საფონდო ბირჟაზე დაილისტება

5b0cf537c90ee
BM.GE
29.05.18 10:32
1367
"საქართველოს ბანკის ჯგუფიდან" (BGEO) გამოყოფილი საინვესტიციო კომპანია "საქართველოს კაპიტალი" დღეს ლონდონის საფონდო ბირჟაზე დაილისტება. შედეგად, საერთაშორისო ბირჟაზე BGEO-დან სამი კომპანია იქნება დალისტული - „საქართველოს ბანკი“, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" და "საქართველოს კაპიტალი".

"საქართველოს კაპიტალი" BGEO Group-ის საინვესტიციო ბიზნესის ჰოლდინგური კომპანიაა. მიმდინარე წლიდან საინვესტიციო ჯგუფი BGEO Group PLC ფუნქციონირებას ორი დამოუკიდებელი კომპანიის სახით განაგრძობს. ერთი კომპანია საბანკო (საქართველოს ბანკის ჯგუფი - Bank of Georgia Group), ხოლო მეორე - საინვესტიციო ბიზნესის (საქართველოს კაპიტალი - Georgia Capital) მიმართულებით იმუშავებს.

"საქართველოს კაპიტალი" მოიცავს: 57% წილს "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში" (GHG), 100%-ს კომპანია "ჯორჯია გლობალ იუთილითის" (GGU), 100%-ს კომპანია "m2 უძრავი ქონება", 76% წილს "თელიანი ველი"-ში, 100%-ს სადაზღვევო კომპანია "ალდაგში" და 19.9% წილს საქართველოს ბანკის ჯგუფში (აღნიშნული წილი საქართველოს ბანკში იქნება საინვესტიციო და საბანკო ბიზნესის გაყოფის დასრულების შემდეგ).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები