თბილისში, კონკრეტულად კი კრწანისის, დიდუბისა და საბურთალოს რაიონის მოსახლეობის ნაწილს, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 24 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. თელასი ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს:
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ოქროყანის დასახლების (ნაწილობრივ), გორგასალის, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის, ოპრეთის, გრიშაშვილის, მარტვილის, ნადიკვარის, მანანა მელქაძის, ნუგზარ შატაიძის, კრწანისის, შოთა ნიშნიანიძის, ბერძნის, ბეჟან კალანდაძის, ორთაჭალის, წინანაურის, ეფრემ მცირეს და მეფე სოლომონ II ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის და საბურთალოს რაიონები
გადაუდებელი სამუშაოების გამო 02:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის IIა ზონის, დიღმის მასივის II, III, IV, V, VI კვარტალების, რობაქიძის გამზირის, ბელიაშვილის, ლუბლიანას, დისევის, ბოხუას, გოძიაშვილის, მაჭავარიანის, კვანტალიანის, ახმეტელის, ჩაჩავას, სარაჯიშვილის და იასამნის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.