მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დიღმის ტყე-პარკში ნაკვეთების გამოსყიდვის საშუალება ბიუჯეტს არ ექნება"

5bab878478f17
თამუნა დემეტრაშვილი
26.09.18 17:19
1552
პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი, რომლის კუთვნილი კომპანიაც დიღმის ტყე-პარკში 3 ნაკვეთს ფლობს, bm.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ადეკვატური შეთავაზების შემთხვევაში, მზადაა მერიას ნაკვეთები სხვა ტერიტორიაში გაუცვალოს. მისი თქმით, მიწები წლების წინ თავად მერიამ გაყიდა და საკმაოდ დიდი თანხები აქვთ გადახდილი.
,,დღეს კვადრატული მეტრის ღირებულება მიმდებარე ტერიტორიებზე 400-500 დოლარია, თბილისის ბიუჯეტს გაუჭირდება ამ მიწების გამოსყიდვა, თუ შემოთავაზება იქნება გაცვლაზე და ეს ჩვენთვის მისაღები აღმოჩნდება, მაშინ თანახმა ვიქნებით“, - განაცხადა ოქრიაშვილმა. კითხვაზე, რა მოხდება, თუკი შეთანხმება ვერ მოხერხდა, მფლობელებმა კი სურვილის შემთხვევაში მშენებლობის ნებართვა ვერ მიიღეს, როგორც ამას ქალაქის მერი აცხადებს, ოქრიაშვილმა უპასუხა:

,,ასე არ გამოვა, მერიამ გაყიდა ეს ნაკვეთები, მაშინ მშენებლობა შეიძლებოდა, ეს სამართლიანი არ იქნება.“

პარლამენტამა Bm.ge-სთან დაადასტურა, რომ კუთვნილ ტერიტორიაზე მშენებლობის ინტერესი ნამდვილად აქვს, კერძოდ საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების-სკოლისა და საბავშვო ბაღის და მშენებლობის უფლების მოსაპოვებლად მერიასთან სასამართლო დავა აქვს. დიღმის-ტყე პარკის ტერიტორიაზე კახა ოქრიაშვილის საკუთრებაში მყოფ შპს ,,მანდარინს“ სამი ნაკვეთი ეკუთვნის, რომლის ფართიც დაახლოებით 1,5 ჰექტარია.

შეგახსენებთ, რომ თბილისი მერმა კახი კალაძემ დღეს გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც, კერძო მესაკუთრეებს დიღმის ტყე-პარკში სამშენებლო პროექტების განხორციელების შესაძლებლობა არასოდეს მიეცემათ. მისი თქმით, დედაქალაქის მერია გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს იმისთვის, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთები ქალაქს დაუბრუნდეს და მომავალში იქ დასასვენებელი სივრცე მოეწყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები