მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიპლომატიურ პასპორტებზე EU-ს გადაწყვეტილებას პარალელურ ნაბიჯებს მოვაყოლებთ - ნორვეგიის საგარეო

ნორვეგია

ევროკავშირის მიერ ქართველი დიპლომატებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით ნორვეგია პარალელური ზომების მიღებას განიხილავს.

როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, სხვა ქვეყნების მსგავსად, ნორვეგიამაც საპასუხო ზომები გაატარა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების კრიტიკა მოჰყვა გამოვლენილი დარღვევების გამო.

სამინისტროს განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებმა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო სხვადასხვა გზით გამოთქვეს შეშფოთება და ასევე მიიღეს გარკვეული ზომები. მსგავსი ქმედებები ჰქონდა ნორვეგიასაც, რომელმაც ამ ეტაპისთვის მოიცავს: საქართველოს მთავრობასთან ახალი პროექტების გაჩერებას; ნორვეგიამ მთავრობას ყველანაირი ფინანსური მხარდაჭერა შეუწყვიტა; გაზარდა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა; გააჩერა ორმხრივი თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში და შეამცირა პოლიტიკური კონტაქტები მთავრობასთან.

27 იანვარს ევროკავშირის საბჭომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოში გაცემული პასპორტებზე. საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გაცემული დიპლომატიური პასპორტით შენგენის ზონაში უვიზოდ ვერ შევლენ მაღალი თანამდებობის პირები, თუმცა როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგი კაპანაძე ამბობს, ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს შეეძლებათ მოქალაქეების მსგავსად, შენგენის ზონაში ჩვეულებრივი, ბიომეტრიული პასპორტით უვიზოდ შევიდნენ.

დიპლომატიური/სამსახურებრივი პასპორტი საქართველოში გაიცემა უმაღლესი თანამდებობის პირებზე, მათ შორის პრეზიდენტზე, პრემიერ-მინისტრზე და პარლამენტის თავმჯდომარეზე. ასევე უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეებზე, უსაფრთხოების სამსახურის უფროსზე, მისი მოადგილეებზე; მინისტრებზე; პარლამენტარებზე; გენერალურ პროკურორზე და სხვებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები