მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დონატელა "ვერსაჩეს" ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს

DONATELLA

დონატელა „ვერსაჩეს“ ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს. ამ გადაწყვეტილებით, დონატელა ვერსაჩემ მოდის იმპერიის სათავეში ყოფნის თითქმის 30-წლიანი ისტორია დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაცია CNN-ს "ვერსაჩემ" თავად დაუდასტურა.

აღსანიშნავია, რომ დონატელა მას შემდეგ ჩაუდგა მოდის სახლს სათავეში, როდესაც მისი ძმა და ბრენდის დამფუძნებელი, ჯანი ვერსაჩე, 1997 წელს, მაიამი ბიჩის სასახლის წინ მოკლეს.

„ჩემს ცხოვრებაში უდიდესი პატივი იყო ჩემი ძმის, ჯანის მემკვიდრეობის ტარება” - დაწერა მან "ინსტაგრამზე".

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მის თანამდებობას დარიო ვიტალი ჩაანაცვლებს, რომელიც Prada Group-ის Miu Miu-ს ბრენდში დირექტორის თანამდებობას იკავებდა. მისი დანიშვნა 1 აპრილს იგეგმება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ბრენდის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც მოდის სახლს სათავეში არა ოჯახის წევრი, არამედ სხვა ჩაუდგება.

ამასთან, Prada Group-ი "ვერსაჩეს" შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს Capri Holdings-სთან, რომლისგანაც 1,6 მილიარდი დოლარის გარიგებით უნდა მოხდეს ბრენდის შესყიდვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები