მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Dow Jones-ის ინდექსი ეცემა

5ad1b5f8a0f13
ლევან თაღიაშვილი
14.04.18 12:11
1264

Dow Jones-ის ინდექსი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ 219 პუნქტით, 0.9%-ით დაეცა და 24,189 პუნქტი შეადგინა, მაშინ როდესაც წინა დღით 429 პუნქტიანი ზრდა დააფიქსირა.  გარდა ამისა, არსებობს ვარაუდი, რომ აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი უკანა პლანზე გადაიწევს და რუსეთზე ზეწოლა გამკაცრდება. ამ ყველაფერს Facebook-ის საჯარო მოსმენაც ემატება, რომლის შემდეგაც შესაძლოა, ტექნოლოგიური კომპანიების რეგულაციის საკითხი დადგეს, რაც საფონდო ბირჟაზე ზეგავლენის მომხდენი კიდევ ერთი ფაქტორი გახდება.

 შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად რამდენიმე საათის წინ სარაკეტო და საჰაერო შეტევა განახორციელა ასადის რეჟიმის სამხედრო ობიექტებზე, სადაც არსებული ინფორმაციით ინახებოდა ან იწარმოებოდა ქიმიური იარაღი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები