მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტი 60%-ით გაიზარდა

5af0253a2f8e1
თელარა გელანტია
07.05.18 14:05
802
2017 წელს ევროკავშირში ექსპორტი 13%-ით გაიზარდა, დსთ-ს ქვეყნებში კი - 60%-ით.

ამის შესახებ ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშში წერია.

 ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: რუმინეთი (104.3% და ესპანეთი (43.7%), ხოლო გერმანიასა (-46.9%) და საბერძნეთში 66.5%) კლება დაფიქსირდა.

„რეგიონის ქვეყნებში ექსპორტის მატება ძირითადად განპირობებული იყო რუსეთში (91.3%), აზერბაიჯანსა (78.4%) და სომხეთში (38.4%) ექსპორტის ზრდით. 2014-2015 წლებში დაფიქსირებული კლების შემდგომ, უკვე მეორე წელია იზრდება ექსპორტი უკრაინაში (69.9%). ექსპორტი ასევე გაიზარდა ჩინეთსა (23.4%) და თურქეთში (24.7%). სხვა ქვეყნებიდან აღსანიშნავია ექსპორტის მატება აშშ-სა (78.4%) და ირანში (63.8%). ექსპორტი შემცირდა კანადაში (94.2%)“, - წერია სებ-ის წლიურ ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები