„DUNKIN' DONUTS სახელის ცვლილება უმნიშველო ხარჯებთან იქნება დაკავშირებული“, - ეს განცხადება bmg-სთან ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტრმა სოსო ფხაკაკაძე გააკეთა. მისი თქმით, ამ დროისთვის კომპანია იურიდიულ პროცესებს გადის და სახელს Dunkin' Donuts საქართველოში 2019 წლის განმავლობაში შეიცვლის. “პროცესი დაიწყება 2019 წელს და დასრულდება 2019 წლის ბოლომდე, რომ გადავხედოთ გაყიდვებს Donuts -ზე გაყიდვების 25 % მოდის, ხოლო 50% კი ყავაზე. Dunkin' Donuts ყავის ბრენდი უფროა ვიდრე დონატების”-აცხადებს ფხაკაძე.
მისივე თქმით, ამ დროისთვის საქართველოში 22 Dunkin' Donuts -ის რესტორანია და მას წლის ბოლომდე კიდევ 2 დაემატება.
შეგახსენებთ, რომ Dunkin' Donuts საკუთარი სახელწოდებიდან donuts–ს ამოღებას გეგმავს და ის ბაზარზე ოპერირებას მხოლოდ Dunkin'-ის სახელით გააგრძელებს. ცვლილება ოფიციალურად ძალაში 2019 წლის იანვრიდან შევა.