ქვეყნის ლიდერობა დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად, ძალაუფლებასთან და ხშირ შემთხვევაში სიმდიდრესთანაა დაკავშირებული. მართალია, დემოკრატიულ სახელმწიფოებში პრემიერ-მინისტრები და პრეზიდენტები მილიარდერები არ არიან, თუმცა ისეთ ქვეყნებში, სადაც ავტორიტარიზმი და ერთპიროვნული მმართველობაა, ხშირად ქვეყნის ლიდერი დიდძალი ქონების პატრონია. ცხადია, ავტორიტარი ლიდერების ქონების ზუსტად შეფასება თითქმის შეუძლებელია, რადგან ისინი აქტივებს საკუთარ სახელზე არ იფორმებენ, თუმცა კვლევითი ორგანიზაციების ანგარიშებზე დაყრდნობით მაინც შესაძლებელია ზოგადი სურათის დანახვა.
ლიკა მეგუთნიშვილი - #BMG-ის რეპორტიორი;