2018 წლის აპრილისთვის დოლარიზაცია მნიშვნელოვნად არის შემცირებული,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც აპრილის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე და სხვა საკითხებზე ისაუბრა.
ქუმსიშვილის თქმით, მიუხედავად დოლარიზაციის შემცირებისა, ის მაინც მნიშნელოვან გამოწვევად რჩება. მინისტრმა ბრიფინგზე კონკრეტული მონაცემებიც მოიყვანა.
„დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 70%-დან 62%-მდე, ანუ მისი ლარიზაცია გაიზარდა 29%-დან 37%-მდე. სესხების ლარიზაცია გაიზარდა 34%-დან 44%-მდე. საკმაოდ კარგი მიღწევები გვაქვს ფიზიკური პირების დოლარზიაციის ნაწილში, რომელიც 2017 წლიდან დღემდე 58%-დან 43%-მდეა შემცირებული. თუმცა, ის მაჩვენებელი, რომლებიც გვქონდა 2015-2016 წლებში და ის რყევა, რომლებიც გვქონდა ძალიან მტკივნეულად აისახა ჩვენს მოსახლეობაზე- მათ განკარგვად შემოსავლებზე. ამიტომ საქართველოს მთავრობა საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად აგრძელებს დედოლარიზაციის გეგმას და ამ მიმართულებით ძალიან აქტიურები ვიქნებით“,- აცხადებს ქუმსიშვილი.
მისივე თქმით, ერთ-ერთი ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება ინკლუზიური ზრდა, ანუ დოვლათის თანბარი გადანაწილება, იმისთვის, რომ თანაბრად განვითარდეს როგორც სოფელი, ასევე ქალაქი.