მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრები შეიცვლებიან"

5b2784b95aaad
ლევან თაღიაშვილი
18.06.18 14:05
1209

,,დღეს მოგეხსენებათ, რომ 14 სამინისტროა და მათთვის მოხდება ნდობის გამოცხადება. უკვე ცნობილია, რომ ფინანსთა, ეკონომიკის და საგარეო საქმეთა მინისტრები შეიცვლებიან”, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განუცხადა. მისი თქმით, სწორედ ამიტომ ამ სამინისტროების მოადგილეები იქნებიან ფორმალურად წარმოდგენილი მთავრობის ახალ შემადგენლობაში.

„ბატონმა მამუკამ გააკეთა კომენტარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდება მთავრობის ფორმირება. როგორც მან განაცხადა იგეგმება გარკვეული სამინისტროების გაერთიანება და სამინისტროების რესტრუქტურიზაციის თვალსაზრისით გარკვეული ცვლილებები იქნება. მოგეხსენებათ, რომ ამ ცვლილებების განხორციელებას ჭირდება კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების გატარება, რაც შეუძლებელია ამ კვირის განმავლობაში. როგორც მოგეხსენებათ, მთავრობის ფორმირებას აქვს თავისი ვადები და ამ კვირაშივე უკვე კონსტიტუციის მიხედვით უნდა მოხდეს მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენა შემდგომ უკვე პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს'' - განაცხადა გიორგი კახიანმა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები