თბილისში, ე.წ. ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი იყო.
როგორც bm.ge-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აგლაძის ქუჩაზე საწყობში ხის მასალა დაიწვა.
ჯამში, ხანძრის შედეგად დამწვარია, დაახლოებით, 800 კვ. მ. ფართობი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 17 სახანძრო ჯგუფი მუშაობს.
ხანძარი ლოკალიზებულია.
ჯერჯერობით, უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.