კომპანია Tesla-მ პრობლემები აღმოფხვრა და კვირაში 5,000 Tesla Model 3-ის წარმოება დაიწყო. რამდენიმე დღის წინ კომპანიის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ილონ მასკმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა, რომ ერთ კვირაში Tesla-მ 7000 ავტომობილი გამოუშვა, აქედან 1913 ცალი Model S და Model X იყო.
აღსანიშნავია, რომ კომპანიას წარმოებაში სერიოზული პრობლემები ჰქონდა თვეების განმავლობაში და იყო საშიშროება, რომ 2019 წლისთვის ვერ მიეწოდებინა მომხმარებლებისთვის უკვე გაყიდული ავტომობილები.
CNN Money-ს ინფორმაციით, წარმოება შემდეგი თვის ბოლოსთვის 6,000 ავტომობილამდე გაიზრდება კვირაში. აღსანიშნავია, რომ ამ სიახლის გავრცელების შემდეგ Tesla-ს აქციების ფასი 2.3%-ით გაიზარდა. არსებული შედეგის მისაღწევად კომპანიას თანამშრომლების გარკვეული რაოდენობის სამსახურიდან გაშვებაც კი მოუხდა.