მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენგურზე ტურისტული ატრაქციის პროექტირება დასრულებულია - ვიდეო

5b9ba97ab5750
BM.GE
14.09.18 16:26
1571
სს ‘’საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის’’ შვილობილი კომპანია შპს ‘’ენგურის ტურისტული ცენტრის’’ მიერ, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარე ენგურის კაშხლის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის საპროექტო სამუშაოები განხორციელდა. პროექტში ასევე ჩართულები არიან სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო“ და შპს ‘’ენგურჰესი’’.

საპროექტო სამუშოები შესრულებულია ესტონური კომპანია „კოკო არქიტექტორების" მიერ.

ენგურის კაშხალზე მსოფლიო დონის სანახაობის შექმნა იგეგმება. მთელი წლის განმავლობაში იფუნქციონირებს შემეცნებით-გასართობი და კულტურულ ცენტრები, რაც ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს საგრძნობლად გაზრდის. კაშხლის ტერიტორიაზე მოეწყობა ინტერაქტიული აღმოჩენათა ცენტრი, გასართობი და სათავგადასავლო ტიპის ატრაქციები.

ენგურის კაშხალი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, გარდა ამისა მას განსაკუთრებული ინდუსტრიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის მსოფლიოში სიმაღლით მეორე თაღოვანი კაშხალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები