მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექსპორტიორი კომპანიებისთვის EFTA-ს წევრი ქვეყნების ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართება

5aec779c38901
თათია ჩაფიჩაძე
04.05.18 19:08
955
EFTA-ს წევრ ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების თემაზე ექსპორტიორი კომპანიებისთვის სემინარი გაიმართება. 7 ივნისს დაგეგმილ სემინარზე ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ შევიცარიიდან, ლიხტენშტეინიდან, ისლანდიიდან და ნორვეგიიდან ჩამოსული ექსპერტებთან პირისპირი შეხვედრები გამართონ და სამომავლო პარტნიორობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ.

„უმნიშვნელოვანსესია კერძო სექტორთან თანამშრომლობა და მათთვის იმ შედეგების გაცნობა, რომელსაც თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება გულისხმობს. სწორედ EFTA-ს წევრ ქვეყნებთან გაფორმებული თანამშრომლობის შესახებ, 7 ივნისს ვაპირებთ დიდი სემინარის ჩატარებას, რომელზეც დაახლოებით 100 კომპანია იქნება მოწვეული. სემინარს დაესწრებიან ოთხივე წევრი ქვეყნიდან ჩამოსული ექსპერტები და ისინი თავად მიაწვდიან ჩვენს კომპანიებს ინფორმაციას მოთხოვნად პროდუქტება და პროცედურებზე.“ - განაცხადა კონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიამ გაბუნიამ „საქმიან დილაში“ სტუმრობისას.

შეგახსენებთ, რომ 1 მაისიდან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ყველა წევრ-სახელმწიფოს შორის ამოქმედდა. 2017 წლის 1 სექტემბრიდან კი თავისუფალი ვაჭრობა ორ ქვეყანასთან - ისლანდიასა და ნორვეგიასთან მოქმედებს.

არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებები მსოფლიოს სამომხმარებლო ბაზრის ერთ მესამედს ფარავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები