მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულმა ბანკმა სერვერების შესაძენად ₾29-მილიონიანი გრიფით საიდუმლო ტენდერები გამოაცხადა

სებ

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 მლნ ლარის 6 ტენდერი გამოაცხადა სხვადასხვა სახის სერვერების, IT მომსახურებებისა და პროგრამული უზრუნველყოფების შესასყიდად. ამ ტენდერების ნაწილი გრიფით საიდუმლოა და მათი აღწერა საჯარო არაა.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, სერვერების, მონაცემთა სანახი სისტემების, SAN კომუტატორების, არბიტრატორების და ვირტუალიზაციის პროგრამული უზრუნველყოფების შესყიდვა იგეგმება.

"პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვა,”- ნათქვამია სებ-ის სატენდერო დოკუმენტაციაში.

აღნიშნული ტენდერები 6 მაისს გამოცხადდა და მათში მონაწილეობის მიღება 3-დან 6 ივნისამდე იქნება შესაძლებელი.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქსელებისა და სერვერების შესაძენად 20 მილიონი ლარის სავარაუდო ღირებულებით ტენდერი გამოაცხადა 2024 წლის ნოემბერშიც, თუმცა 2025 წლის იანვარში აღნიშნული ტენდერის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები