მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესტონეთი მხარს უჭერს ევროკავშირისკენ ქართველი ხალხის მისწრაფებებს - ალარ კარისი

კარისი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დავარწმუნე, რომ ევროკავშირისკენ ქართველი ხალხის მისწრაფებებს ესტონეთი მხარს უჭერს, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტი, ალარ კარისი X-ზე წერს.

„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს იმ საგანგაშო ვითარების შესახებ ვესაუბრე, რომელიც საქართველოში შაბათ-კვირას გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიქმნა.

დავარწმუნე, რომ ევროკავშირისკენ ქართველი ხალხის მისწრაფებებს ესტონეთი მხარს უჭერს. ამას მათ ვერავინ წაართმევს“, - წერს ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები