მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეთიოპიაში საფონდო ბირჟა დაფუძნდა

ESX

ეთიოპიაში პირველი საფონდო ბირჟა (ESX) დაფუძნდა, რომელიც უკვე ოფიციალურად გახსნილია და ინვესტორების მოზიდვას იწყებს.

როგორც აფრიკული სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, საფონდო ბირჟის გახსნა ქვეყნის კერძო სექტორს განვითარებაში დაეხმარება, რაც ეკონომიკაზე პოზიტიურად აისახება.

ამჟამინდელი მდგომარეობით, ESX-ზე 20-მდე კომპანიაა დალისტული, მათი უმეტესობა ეთიოპიური წარმოშობისაა. ზემოხსენებული კომპანიების აბსოლუტური უმეტესობა საბანკო-საფინანსო-სადაზღვევო სექტორს მიეკუთვნება, რომელიც ქვეყანაში ყველაზე მეტადაა განვითარებული.

უნდა აღინიშნოს, რომ ეთიოპია აფრიკის კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოა, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 164 მილიარდ დოლარს აღწევს. მიუხედავად ამისა, ქვეყანას სიღარიბის სერიოზული პრობლემა აქვს, რაზედაც ისიც მეტყველებს, რომ მშპ ერთ სულზე 1,300 დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები