ამჟამად მეგავატი-საათი Dutch TTF-ის ღირებულება ევროპულ ენერგეტიკულ ბირჟაზე 108 ევროს შეადგენს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ აგვისტოში მისი ფასი 340 ევროს აღწევდა, რაც რუსული ენერგოკომპანიის, Gazprom-ის მიერ ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეზღუდვასთან იყო დაკავშირებული.
გასათვალისწინებელია, რომ Dutch TTF-ის საშუალო ფასი ათწლიან ჭრილში 10-20 ევროს ფარგლებშია, შესაბამისად, მისი ღირებულება წელს პრაქტიკულად გაათმაგებულია, რაც სწორედ რუსეთ-უკრაინის ომითაა განპირობებული.
გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირი ფასის ლიმიტს არა უშუალოდ რუსული წარმოშობის გაზზე, არამედ თავად ევროპულ ბენჩმარკზე აწესებს. კანონპროექტის ინიციატორების შეფასებით, ფასის ლიმიტი დროებითია და კრიზისის გადალახვის შემდეგ ის მოიხსნება, ბირჟა კი ისევ დაუბრუნდება საბაზრო პრინციპებს. ფასის ლიმიტის ამოქმედების შემდეგ, ევროკავშირის მასშტაბით მეგავატი-საათი ბუნებრივი აირის 180 ევროზე ძვირად გაყიდვა აიკრძალება, შესაბამისად, ყველა მიმწოდებელი იძულებული იქნება ამ ზღვარს მოერგოს.
კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, ევროკავშირის გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია საერთაშორისო საბაზრო პრინციპებთან და ნებისმიერი სახის ფასის ლიმიტი, იქნება ეს რუსულ თუ ევროპულ გაზზე - მიუღებელია.
![](https://scontent.ftbs5-2.fna.fbcdn.net/v/t1.15752-9/319708770_1330809174379687_3632660568751202174_n.png?_nc_cat=103&ccb=1-7&_nc_sid=ae9488&_nc_eui2=AeEHSlKYKTVrF-XdPSnq6hLVX4YFkwqsXa1fhgWTCqxdrV6Oo81-IuWAUdVIkt3gB3zCs3UoQx-HfkR2-d0HHhUH&_nc_ohc=NyRv4JIekkkAX9Na11p&_nc_ht=scontent.ftbs5-2.fna&oh=03_AdTu0mxAaPM403v9FhkyQMe008jO8Vwc8iCqPnAzVAooCQ&oe=63C8B454)