მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ის ელჩი პაველ ჰერჩინსკი პრესკონფერენციას გამართავს

ევროკავშირის ელჩი ჰერჩინსკი

30 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც ბრიუსელში 2024 წლის გაფართოების შესახებ 10 ქვეყნის ანგარიში გამოქვეყნდება, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი, პრესკონფერენციას გამართავს და ისაუბრებს საქართველოს ანგარიშზე - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აქვეყნებს. პრესკონფერებნცია 18:00 საათზეა დაგეგმილი.

"ევროკავშირის ელჩის პრესკონფერენციას წინ უსწრებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე–პრეზიდენტის ჯოზეპ ბორელისა და სამეზობლოსა და გაფართოების საკიხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის პრესკონფერენცია, რომელიც სასტუმრო ჰილტონში ბრიუსელიდან პირდაპირი ჩართვით, დაახლოებით (თბილისის დროით) 18 საათზე გადმოიცემა. ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ თვალი ადევნონ ბრიუსელიდან ჩართვას. პაველ ჰერჩინსკის პრესკონფერენციის დრო ადგილზე დაზუსტდება.

2024 წლის ანგარიში საქართველოს შესახებ ერთ–ერთია იმ 10 ანგარიშიდან, რომელიც ქვეყნდება 2024 წლის გაფართოების პაკეტის ფარგლებში, დეტალურად აფასებს ძირეული რეფორმების განხორციელების პროცესს და წარმოადგენს მკაფიო გზამკვლევს ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე,"- ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები