მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-მ გერმანიას ენერგოკომპანია UNIPER-ის ნაციონალიზაციის უფლება მისცა

639c7d42b98df
გიორგი თოლორდავა
16.12.22 18:45
506
ევროკომისიის მარეგულირებელმა ორგანომ გერმანიის მთავრობას ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიის, Uniper-ის ნაციონალიზაციის უფლება მისცა.

გარიგების დასრულების შემდეგ, Uniper-ის 98.5%-იანი წილის მფლობელი გერმანიის ენერგეტიკის სამინისტრო გახდება და მის მართვაზეც პასუხისმგებლობას სწორედ სახელმწიფო აიღებს.

კერძო კომპანიის ნაციონალიზაცია პირდაპირ კავშირშია ევროპის მასშტაბით არსებულ მწვავე ენერგეტიკულ კრიზისთან. რუსული Gazprom-ის მიერ ბუნებრივი აირის მიწოდების შეზღუდვის შემდეგ, Uniper-ი უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მთავრობამ კი მიიღო გადაწყვეტილება, რომ კომპანიისთვის გაკოტრების საშუალება არ მიეცა და მისი აქტივები გამოესყიდა.

საგულისხმოა, რომ ეს გერმანიაში ენერგოკომპანიის ნაციონალიზაციის პირველი შემთხვევა არ არის. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მთავრობამ Gazprom-ს გერმანიაში დაფუძნებული შვილობილი კომპანია ჩამოართვა; გასულ კვირას კი მთავრობის საკუთრებაში რუსული Rosneft-ის უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გადავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები