ილონ მასკის პოლიტიკური მოღვაწეობის ფონზე, მიმდინარე წლის აპრილში ევროკავშირის მასშტაბით Tesla-ს გაყიდვები 53%-ით შემცირდა, რაც კომპანიის არსებობის ისტორიაში ყველაზე მკვეთრი ვარდნაა.
ამერიკულ ელექტრომობილებზე მოთხოვნის უეცარი შემცირება პირდაპირ კავშირშია Tesla-ს გენერალური დირექტორის, ილონ მასკის განცხადებებთან და გადაწყვეტილებებთან, რომელიც ბოლო დროს პოლიტიკურ ფიგურად იქცა.
ევროპელ მომხმარებლებს განსაკუთრებით ის ფაქტი არ მოსწონთ, რომ ილონ მასკი ევროპაში ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკურ პარტიებს უცხადებს მხარდაჭერას და სოციალურ ქსელ X-ში სადავო შინაარსის პოსტებს ავრცელებს.
ამასთან, ევროპელები სოლიდარობას უცხადებენ იმ ამერიკელ ფედერალურ მუშაკებს, რომლებმაც სამსახური ილონ მასკის დეპარტამენტის (DOGE) გადაწყვეტილებით დაკარგეს.
საერთო ჯამში, 2025 წლის აპრილში Tesla-მ ევროპის ბაზარზე 5,475 ელექტრომობილი გაყიდა, რაც წინა წელთან შედარებით განახევრებული შედეგია.