მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი შეამცირა

ევროზონა

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც მოსალოდნელი იყო, ECB-ის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 2%-იან ნიშნულამდე შეამცირა.

მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება ინფლაციური ინდიკატორების გაუმჯობესებითაა განპირობებული, რომელიც ამჟამად სამიზნე 2%-ის ფარგლებშია.

ევროპის ცენტრალური ბანკის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის შემცირება გლობალური საფინანსო ბაზრებისა და ინვესტორებისთვის უმნიშვნელოვანეს სიახლეს წარმოადგენს, რადგან ის ECB-ის შემსუბუქების სტრატეგიის ამოქმედებაზე და კრედიტის გაიაფებაზე მოასწავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები