მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევროპული საქართველო" ბინების გამქირავებლებისთვის საგადასახადო შეღავათს ითხოვს

5be9adf656019
თამუნა დემეტრაშვილი
13.11.18 09:30
825
"ევროპული საქართველო“ ბინების გამქირავებლებისთვის ახალი საგადასახადო რეჟიმის შემოღებას ითხოვს. კანონმპროექტი, რომლის ავტორიც დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილია, საკანონმდებლო ორგანოში უკვე დარეგისტრირდა. ცვლილება საგადასახადო კოდექსშია დაგეგმილი, რომლის მიხედვითაც, უძრავი ქონების საცხოვრებელი მიზნით გაქირავებისას პირი იხდის 5%-ს, თუ ის არ ხვდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მიკრო ბიზნესის სტატუსი მქონე ფიზიკური პირის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმში. თავის მხრივ, მიკრობიზნესის სტატუსი კი იმ გამქირავებლებზე გავრცელდება, რომლებიც გაქირავებიდან შემოსავლის სახით 30 ათას ლარზე ნაკლებს იღებენ. ასეთ შემთხვევაში გამქირავებელი სრულად თავისუფლდება გადასახადისგან. კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მისი დამტკიცების შემთხვევაში, მომავალი წლის ბიუჯეტს დაახლოებით 39 მილიონი ლარი დააკლდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები