თბილისში, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე რკინის საამქრო იწვის.
როგორც bm.ge-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 7 სახანძრო მანქანაა მობილიზებული და ამ წუთებში ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
მისივე ინფორმაციით, რკინის საამქროში ხანძარი 200 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული.
„ხანძარი გაჩნდა რკინის საამქროში, სადაც ასევე იყო პლასტამასის საწყობი. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები“, - განმარტეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.