მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ე.წ. "დონას კლასტერს" კიდევ 9 ინფიცირებული შეემატა

5f533ad6da5dc
ინგა მურუსიძე
05.09.20 11:18
753
ე.წ. დონას კლასტერს კიდევ 9 ინფიცირებული შეემატა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

მან ინფიცირების კუთხით ბოლო 24 საათში გამოვლენილ 25 ახალ შემთხვევაზე ისაუბრა და თქვა, რომ მხოლოდ 1 პაციენტის შემთხვევაში არის დაუდგენელი ინფიცირების წყარო, რაზეც მოკვლევა მიმდინარეობს.

„კოვიდ ინფექცია დადასტურდა 25 პაციენტთან, მათგან 9 გახლავთ ე.წ.“დონას“ კლასტერიდან, 8 არის ინფიცირებულებთან კონტაქტი, 3 არის იმპორტირებული შემთხვევა, 1 რუსთავში „ავერსის“ კლინიკის თანამშრომელია და 1 შემთხვევა გვაქვს მხოლოდ, რომლის ინფიცირების წყაროს გასაგებად ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

კითხვაზე - შესაძლებელია თუ არა, საჭირო გახდეს კვლავ ზომების გამკაცრება ქვეყანაში, ენდელაძემ თქვა, რომ „თუ დავიცავთ ყველაფერს და არ გავთამამდებით ისე, როგორც უკვე გავთამამდით, დამატებითი რეგულაციების შემოტანა არ იქნება საჭირო“.

ინფორმაციისთვის; ე.წ. დონას კლასტერი არის ბათუმში მდებარე ტორტების მაღაზიაში დაინფიცირებულთა კლასტერი და მას სულ 45 ადამიანი მიეკუთვნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები