მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Facebook ინტერნეტის გადამცემ დრონებს აღარ დაამზადებს

5b339cad6cfce
კესო კაციტაძე
27.06.18 18:16
883
CNBC ინფორმაციით, FACEBOOK -მა Aquila-ს პროექტზე, რომელიც დრონების საშუალებით ინტერნეტის უფასოდ გავრცელებას გულისხმობდა, უარი განაცხადა.

კომპანიამ დაანონსა, რომ Aquila -ს პროგრამა დასრულებულია, რაც მაღალი დონის ინტერნეტის გადამცემი დრონების დამზადებას გულისხმობდა სწრაფ ინტერნეტთან წვდომისათვის. პროგრამის მიზანს წარმოადგენდა გაეუმჯობესებინა საერთაშორისო მასშტაბებით FACEBOOK-ზე წვდომა იმ 4 მილიარდი ადამიანისთვის, რომლებსაც სოციალური ქსელი არ აქვთ.

თავდაპირველად FACEBOOK დრონების დამზადებას დამოუკიდებლად გეგმავდა, განხორციელდა რამდენიმე საცდელი გაშვებაც, თუმცა საბოლოოდ მან პროექტზე უარი განაცხადა.

‘ჩვენ მოხარულები ვართ, რადგან პროექტზე მუშაობისას არაერთმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ გადაწყვიტა ინვესტირება, თუმცა გადავწყვიტეთ, რომ მუშაობა შევწყვიტოთ და დავხუროთ Bridgewater-ის ფილიალი.“ - განაცხადა კომპანიის ინჟინერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები