მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

Facebook-ს ახალი სახელი დაერქვა

მარკ ცუკერბერგმა Facebook-ის განვითარების ახალი ეტაპი დაანონსა. ამიერიდან, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც მანამდე, უმეტესწილად, სოციალურ ქსელად აღიქმებოდა, მეტავერსად გადაიქცევა.

ამ ამბიციური მიზნის მისაღწევად, დღეიდან, Facebook-ს ახალი სახელი - Meta დაერქვა. აღსანიშნავია, რომ ეს სახელი იქნება მფლობელი კომპანიის ახალი სახელწოდება, რომელიც Facebook-ის გარდა, Instagram-ს და Whatsapp-საც აერთიანებს.

„ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც ქმნის ტექნოლოგიას კავშირისთვის. ერთად, ჩვენ შეგვიძლია ადამიანები ჩვენი ტექნოლოგიების ცენტრში მოვაქციოთ“, - აღნიშნა ცუკერბერგმა.

ცნობისთვის, Meta ბერძნული სიტყვაა და ქართულად "მიღმას" ნიშნავს, რაც Facebook-ის ხედვას კარგად ერგება. როგორც ცუკერბერგმა აღნიშნა, ამიერიდან, კომპანია იმუშავებს იმ პროდუქტებზე, რომლებიც ჩვენი სამყაროს მიღმა, მეტავერსში არსებობს.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები