ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოჩენის პოზიტიურ ნიშნებზე აცხადებს. ამის შესახებ BBC-ი წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, აშშ-ის წამყვანი ინფექციონისტი აღნიშნულ განცხადებას ეხმაურება. კერძოდ, ექიმი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ აშშ-ს ვაქცინა 2020 წლის ბოლომდე ექნება.
„ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ვაქცინის გამოჩენის დროსთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ფაუჩიმ.
ინფექციონისტის განცხადებით, მას არ აწუხებს თუ რომელი ქვეყანა მიიღებს ვაქცინას პირველი, მათ შორის ჩინეთი.
სხვა მეცნიერების მსგავსად, ფაუჩიც ამბობს, რომ ვირუსთან დაკავშირებით ისევ ბევრი კითხვა არსებობს, მათ შორის რამდენ ხანს გაგრძელდება ვაქცინით გამომუშავებული იმუნიტეტი.