მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფინანსებზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება"

5b4c613b63864
მაია ბიწაძე
16.07.18 13:09
858
პროექტის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაიზრდება, - ამის შესახებ სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა და გუნდი აქტიურად მუშაობს მის დასაძლევად.

"კიდევ ერთი კომპონენტი, რაზეც მუშაობას ვაპირებთ, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტია, რაც ყველაზე დიდი გამოწვევაა. ძალიან ბევრს ვმუშაობ მეც და ჩემი გუნდიც, რომ ჩვენი ბენეფიციარებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის უფრო შეღავათიანი საკრედიტო ხაზი შევქმნათ, რათა მათ შეძლონ კიდევ უფრო მეტი პროექტის გაკეთება. ამ მიზნით ბევრ პარტნიორთან და დონორ ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობთ, რათა მოვიზიდოთ უფრო შეღავათიანი საკრედიტო ხაზი, რომ სესხი უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთებით გაიცეს" - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები