მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა სამინისტრომ ფოთს 2 500 000 ლარი ასესხა

5ac68513940a4
მარი როჭიკაშვილი
06.04.18 12:00
2038
ფოთის მუნიციპალიტეტს ვალდებულებების დასაფინანსებლად თანხა არ ჰყოფნის და ფინანსთა სამინისტროსგან სესხს იღებს.

როგორც bm.ge-ს ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს, ფოთის მუნიციპალიტეტმა მთავრობას სესხის აღებასთან დაკავშირებით თებერვალში განცხადებით მიმართა და 3 მილიონი ლარი მოითხოვა. “2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის მიხედვით გათანაბრებული ტრანსფერით 1 118 800 ლარია გათვალისწინებული. თუმცა, მუნიციპალიტეტის მიერ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის რესურსი საკმარისი არ აღმოჩნდა ვალდებულების დასაფინანსებლად.

სამინისტროში განმარტავენ, რომ 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებლი დაფინანსების მიზნით, ფოთს 2 500 000 ლარის უპროცენტო სესხი გამოეყო. მუნიციპალიტეტს სესხის სარგებლობის ვადა მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე განესაზღვრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები