მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინური სკოლა მოსწავლეებს 2019 წლიდან მიიღებს

5afd22f243b68
თამუნა დემეტრაშვილი
17.05.18 10:35
1017
საგურამოში ფინურ სკოლას CAPITAL Alliance Group ფინურ კონსორციუმთან ერთად აშენებს, - ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის საინვესტიციო და საკონსულტაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, არჩილ ჩიქოვანმა განუცხადა. სკოლის მშენებლობაში 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და 900 ბავშვზე იქნება გათვლილი.

"ეს იქნება საგანმანათლებლო სკოლა, პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით. ცნობილია, რომ ფინური სწავლის მოდელი არის ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში და ამიტომ მას ფინელებთან ერთად ვაკეთებთ. ისინი გააკეთებენ ადაპტირებას ქართულ საგანმანათლებლო სისტემასთან.

ფუნური სწავლის მოდელი გამორჩეული და უნიკალურია იმით, რომ ისინი მხოლოდ განათლებას კი არ ძალევენ ბავშვებს, არამედ მუშაობენ, რომ მათ მთელი რიგი უნარ-ჩვევები გაუუმჯობესონ, როგორიცაა ინფორმაციის მიღების და გადამუშავების უნარები და სხვა. დაბალ და მაღალ კლასებს ერთად უტარდება გარკვეული მეცადინეობები, ბავშვებისთვის იწვევენ სპეციალურ სტუმრებს, სასწავლო პროცესის პარალელურად ტარდება მთელი რიგი ღონისძიებები.

საგურამო ავირჩიეთ რადგან იქ სუფთა ჰაერია, რაც მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის.

ამჟამად ვმუშაობთ ინვესტიციების მოზიდვაზე. გვინდა სკოლის გახსნა 2019 წლის სასწავლო პროცესის დაწყებისთვის მოვასწროთ“ - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები