მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

"გაგიკვირდებათ, მაგრამ ფაროსანასაც აქვს კავშირი ლარის გაუფასურებასთან"

BM.GE

23.10.18 15:30 1689 ნახვა

"ჩვენს ვალუტას ფაროსანაც კი აუფასურებს", - წერს საკუთარ სოციალურ ქსელში „საზოგადოება და ბანკების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე და აღნიშნავს, რომ სწორედ ამ ფატს უკავშირდება თხილის ექსპორტის შემცირება. 

"გაგიკვირდებათ, რა კავშირი აქვს ფაროსანას ლარის კურსთანო? მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენს ვალუტას ისიც კი აუფასურებს. თხილის შემცირებული მოსავლის გამო, ექსპორტი 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფაქტობრივად განახევრებულია, თან 2017 წელი მოსავლიანობით არ გამოირჩეოდა, ისევ ფაროსანას გამო. თხილის გაყიდვის ყველაზე აქტიური თვეები სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბერია. რეალიზაციიდან მიღებული ვალუტა მალევე ხვდება ბაზარზე და ამყარებს ლარს, თუმცა ბოლო 2 წელია, თხილის ექსპორტის შემცირება ეროვნულ ვალუტას კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აგდებს", - წერს კეპულაძე.
საფონდო ბირჟები
კატეგორიები
საფონდო ბირჟები