ხარისხობრივი კვლევის გარდა SGS-მა გალფის ავტოგასამართ სადგურზე ჩაატარა რაოდენობრივი კვლევა სადაც შემოწმდა ჯიფორს პრემიუმისა და ჯიფორს ევრო დიზელის ჩამოსხმული რაოდენობები. ჯიფორს პრემიუმის საწვავმა ცდომილება +10 მილიგრამი, ხოლო ჯიფორს ევრო დიზელის საწვავმა -5 მილიგრამი აჩვენა ჩამოსხმული 10 ლიტრ საწვავში. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ჩამოსხმული 10 ლიტრ საწვავში -25 დან +25 მილიგრამამდე ცდომილებაა დასაშვები.
მსურველებს SGS-ის კვლევის შედეგების დეტალური რეპორტის ნახვა საჯაროდ გალფის ვებ ვერდზე შეეძლებათ.
მსგავსი ინფორმაციის გასაჯაროებით კომპანია გალფის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხარისხიანი საწვავის გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობისთვის, გარემოსთვის და ავტომობილებისთვის.
