მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ღამის ეკონომიკა აუცილებლად განვითარდება"

5af7262e7cd75
BM.GE
12.05.18 21:36
878
თბილისის მერი კახი კალაძე გუშინ თბილისის კლუბებში "ბასიანი" და "კაფე გალერი" ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხმაურება. სპეციალური განცადება თბილისის მერმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

"მე ცოტა უკან მინდა დავბრუნდე. 2012 წელს, მას შემდეგ რაც მოვედით ხელისუფლებაში მთავარი ღირებულება არის ადამიანი და ადამიანის სიცოცხლე. რაც შეეხება გუშინდელ ფაქტს, ჩვენ ვისმენთ არაერთგვაროვან განცხადებებს და მიმდინარეობს სპეკულრიება, რომ ეს არის დარტყმა ღამის ეკონომიკაზე, რაშიც მათ ვერ დავეთანხმები. საუარია, რომ ეს არის დარტყმა კლუბურ მუსიკაზე. კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ღამის ეკონომიკა აუცილებლად განვითარდება და ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა. ვამაყობთ იმ წარმატებებით, რაც ამ მიმართულებით გააჩნია ჩვენს დედაქალაქს",- აცხადებს კალაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები