"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“დაკვეთით მოსახლეობის გამოკითხვა ჩატარდა. 3-28 მარტის ჩათვლით 1843 ადამიანი გამოკითხა. გამოკითხულთა 61% თვლის, რომ მინსიტრების რაოდენობა უნდა შემცირდეს, ხოლო 6 % მიიჩნევს რომ უნდა გაიზარდოს. 21 %-ს კი მართებულად მიაჩნია, იგივე დარჩეს.
როგორც გამოკითხვით დადგინდა, 30%-მა იცის, რომ 2017 წელს განხორციელებული რეფორმების შედეგად მინისტრთა რაოდენობა შემცირდა, თითქმის ამდენივეს 28%-ს პასუხი არ აქვს. 21%-ს ჰგონია, რომ გაიზარდა, 20% კი ფიქრობს, რომ არ შეცვლილა.