განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოსწავლეებისთვის "საზაფხულო ეკოსკოლას" მოაწყობს, რომელშიც 2017-2018 აკადემიური წლის მდგომარეობით მე-7, მე-8 და მე-9 კლასების 300 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.
"საზაფხულო ეკოსკოლა" "დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად" პროგრამის ფარგლებში განხორციელდება და მასზე 80 ათასი ლარი დაიხარჯება.
ეკოსკოლა მოსწავლეებს 2 ნაკადად მიიღებს. თითოეულ ნაკადში 150 მოსწავლე ჩაირიცხება. ნაკადის ხანგრძლივობა კი 10 დღე იქნება.
პროექტის თანახმად, მოსწავლეებთან ერთად ტრენერი, ლიდერი, მენეჯერი, ადმინისტრაციული ასისტენტი იქნებიან.
თითოეული ტრენერი და ლიდერი მოემსახურება არაუმეტეს 25 მოსწავლეს. ასევე, 25 მოსწავლეზე 1 მანდატურიც გამოიყოფა.