საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია პრემიერ-მინისტრმა გახსნა.
„მთავრობის 4 პუნქტიან გეგმაში უმთავრესი მიმართულბა არის განათლება. ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ განათლების სისტემა გახდეს ეკონომიკური წინსვლის მამოძრავებელი ძალა. ეკონომიკური წინსვლის საფუძველი.“ - განაცხადა პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი თქმით განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობა მიღწეულია, ახლა მთავარი გამოწვევა განათლების ხარისხია.