ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირაღდგენით სამუშაოებზე 1,5 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა. პროექტის მიხედვით 1 კილომეტრის სიგრძეზე 104 ათასი მ3 მოცულობის პლაჟური მასალის შეტანა იგეგმება. წინადადებების წარდგენის ვადა 15 ივნისს იწურება, სამუშაოები კი გამარჯვებულმა კომპანიამ მიმდინარე წლის ოტქომბრიდან უნდა დაიწყოს და 4 თვეში დაასრულოს.