გარდაბნის მუნიციპალიტეტის 5 სოფლის წყალმომარაგების პროექტის განხორციელებისთვის 17.6 მლნ ლარი დაიხარჯება.
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ BM.ge-ისთვის მოწოდებული ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის 5 სოფლის: ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, ახალი სამგორის და ვაზიანის წყალმომარაგების პროექტის მე-2 ეტაპი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერაა დაგეგმილი.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია მსოფლიო ბანკი.
„ამ პროექტის ღირებულება შეადგენს 17,6 მლნ ლარს. მსოფლიო ბანკთან გაფორმებული სასესხო და საპროექტო ხელშეკრულებების ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდმა გარდაბნის მუნიციპალიტეტთან გააფორმა საინვესტიციო დაფინანსების ხელშეკრულება, რომლის პირობების თანახმად, ფონდი გრანტის სახით დააფინანსებს სამუშაოების ღირებულების 30%-ს, ხოლო 50%-ს გასცემს სესხის სახით. ამასთან, გარდაბნის მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობის ვალდებულებაა 20%. იმისათვის, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტმა შეძლოს სესხის აღება, აუცილებელია საქართველოს მთავრობის შესაბამისი თანხმობა. ამდენად, მომზადდა მთავრობის განკარგულების პროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში, გარდაბნის მუნიციპალიტეტს მიეცემა თანხმობა, აიღოს სესხი 8,8 მლნ ლარის ოდენობით“, - განმარტავენ სამინისტროში.
როგორც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, პროექტის დასრულების შემდგომ ამ სოფლებში მცხოვრეიბ 35 ათასი ბენეფიციარი 24-საათიან წყალმომარაგებით იქნება უზრულვენყოფილი.