მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღარიბაშვილი - საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა

639adceb885f1
BM.GE
15.12.22 12:32
466
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა და რაც მთავარია, მეგობრობა, ჩვენი ურთიერთობა უნიკალურია, რომელიც გამოცდილია ბოლო წლების და საუკუნეების განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საერთო მიზანი სტაბილური რეგიონის ხილვაა, რომელიც მეტი ეკონომიკური განვითარების და მეტი კეთილდღეობის საფუძველია.

„ჩვენი ურთიერთობა არის მართლაც, უნიკალური, რომელიც გამოცდილია ბოლო წლების და საუკუნეების განმავლობაში. გვაქვს ძლიერი მეგობრობა და ძლიერი კეთილმეზობლური ურთიერთობები. ჩვენ მოხარული ვართ, რომ რამდენიმე კვირის წინ ვუმასპინძლეთ ბატონ ილჰამ ალიევს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი საქართველოში. განვიხილეთ ჩვენს შორის მიმდინარე სტრატეგიული პროექტები, დავსახეთ გეგმები, რომელზეც დღესაც გვექნება საუბარი. კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ ერთობლივი კომისიის სხდომები ბოლო პერიოდში გააქტიურდა. მე მქონდა პატივი, რომ შარშან მონაწილეობა მიმეღო აღნიშნული კომისიის ფარგლებში ბაქოში გამართულ სხდომაში.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ წელს ჩვენ აღვნიშნავთ სიმბოლურად დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლისთავს. ჩვენს ხალხებს, ქვეყნებს შორის არსებობს სრული გაგება და სრული მეგობრობა. ეს ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სანიმუშო პარტნიორობით, ჩვენ ხელს შევუწყობთ უფრო სტაბილურ სამხრეთ კავკასიას. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი, საერთო სურვილი, რომ ვიხილოთ სტაბილური რეგიონი, რომელიც იქნება საფუძველი მეტი ეკონომიკური განვითარების და მეტი კეთილდღეობის ჩვენი ხალხებისთვის. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონო პრემიერ-მინისტრო და გთხოვთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა ჩატარდა.

აზერბაიჯანის პრემიერი საქართველოს დღეს ეწვია. ეს ბოლო ორ თვეში აზერბაიჯანის უმაღლესი პირების რიგით მეორე ოფიციალური ვიზიტია საქართველოში. ოქტომბერში ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსაც უმასპინძლა, რა დროსაც საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის ფარგლებში ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის საკითხები განიხილეს. გარდა ამისა, გასულ თვეს ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს მუხტარ ბაბაიევს, შემდეგ კი აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრს ფიქრეთ მამედოვს შეხვდა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები