მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გეფერინი" საზღვარგარეთ სავაჭრო ქსელს აფართოებს

5ba8f5f71404a
მაია ბიწაძე
25.09.18 09:00
1611
კომპანია "გეფერინი" მაღაზიათა ქსელს აფართოებს და სავაჭრო ობიექტებს საქართველოსა და ყაზახეთში ამატებს. როგორც კომპანია "გეფერინის" დამფუძნებელმა ილია გეფერიძემ Bm.ge-ს განუცხადა 28 სექტემბერს თბილისში, სავარო ცენტრ "ისთ ფოინთში" დაგეგმილია ახალი მაღაზიის საზეიმო გახსნა, ხოლო მეორე მაღაზიას კომპანია ყაზახეთში, კერძოდ ალმაატაში გახსნის. კომპანია უკვე ფლობდა სამ სავაჭრო ობიექტს საქართველოში და ოთხს საზღვარგარეთ. კომპანია "გეფერინი" ტყავის ჩანთებს, აქსესუარებს და ფეხსაცმელს აწარმოებს.

"მოთხოვნა ძალიან გაიზარდა, ორი წელია ჩვენ ვერ ვაკმაყოფილებთ მას, ამიტომ ბიზნესში ინვესტიცია განვახორციელეთ და როგორც საწარმო, ასევე მაღაზიათა ქსელი გავაფართოეთ, რაშიც ჯამში 300 ათასი დოლარი ჩავდეთ. ახალი საწარმო 500 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და იქ 2-3 ჯერ მეტი პროდუქციის წარმოებას შევძლებთ. საწარმო ერთი კვირის წინ ამოქმედდა.

რაც შეეხება სავაჭრო ქსელს, სრულიად შევცვალეთ მაღაზიების კონცეფცია, დიზაინი და იერსახე, ახალი მაღაზია 60 კვადრატული მეტრი იქნება, რაც აქამე არსებული სამივე მაღაზიის საერთო ფართს აღემატება", - განაცხადა ილია გეფერიძემ.

"გეფერინი" ასევე ფლობს ოთხ მაღაზიას საზღვარგარეთ, მათ შორის ერთს ყაზახეთში, კერძოდ ასტანაში, მოსკოვში, ხარკოვში და ჰონ-კონგში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები